ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის ავიაიერიშებმა ქალაქ მეშჰედის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე ხიდი დააზიანა.

კორპუსის ინფორმაციით, დარტყმების შემდეგ თეირანსა და მეშჰედს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. დამატებითი დეტალები ხიდების დაზიანებისა და ინფრასტრუქტურულ ზარალთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის დაზუსტებული.

ირანის სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ ინფორმაცია აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შესახებ. შესაბამისად, ამ თემაზე გავრცელებული ცნობები საჭიროებს დამოუკიდებელ გადამოწმებას.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ დარტყმები განხორციელდა ქუვეითში აშშ-ის Patriot-ის თავდაცვის სისტემაზე, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო საწვავის ავზებზე და კატარში მდებარე სატელიტურ ანტენაზე.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის დარტყმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 78 დაშავდა.