“ უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, 9 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 ნავთობტანკერი დააზიანეს. ასევე, დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე.
„9 ივლისის ღამეს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 36 რუსულ გემზე განხორციელდა.