აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ ევროპიდან ამერიკული სამხედროების შესაძლო გაყვანის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ეს საკითხი, მისი თქმით, გრენლანდიასა და ირანთან დაკავშირებულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
ტრამპმა აღნიშნული კომენტარი Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გრენლანდიაზე. შესაძლოა, ეს გავაკეთო კიდეც. ასევე, ბევრი რამ ირანზეა დამოკიდებული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპიდან ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ევროპელი მოკავშირეების პოზიციაზე ირანთან დაკავშირებულ საკითხებში და განაცხადა, რომ მათი დახმარების სურვილი ახლა უკვე დაგვიანებულად მიაჩნია.
„როცა მათ დახმარების შანსი და შესაძლებლობა ჰქონდათ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ახლა მათ დახმარება სურთ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.