ესპანეთის სამხრეთით, ალმერიის პროვინციაში გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.   შემთხვევის ადგილას 150-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, სამაშველო ოპერაციაში ესპანეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფიც ჩაერთვება.  თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გავრცელების მიზეზი გაწყვეტილი ელექტროკაბელი გახდა, რომელიც გადამხმარ მინდორზე ჩამოვარდა.