რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ღამით კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ისკანდერ-მ“-ის ტიპის რაკეტები ან S-300/S-400 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.