კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავში ელექტროენერგია შეზღუდვით მხოლოდ ორ ქუჩას – კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩებს მიეწოდება.

კომპანიის განმარტებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად, 12 ივლისს, 23:00 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად მოხერხდა.

თუმცა, კომპანიის ცნობით, დღეს დილით ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ორ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ შეეზღუდა.

12 ივლისს თელავში ადიდებულმა მდინარემ ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ენერგოინფრასტრუქტურა დააზიანა.