რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 350-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის რეგიონის მიმართულებით მიფრინავდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე,  დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, განაცხადა, რომ ქალაქ ისტრაში დრონის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ხუთ კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა.

გარდა ამისა, მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა შენობის კედელი და ფანჯრები.

რუსული მედიის ცნობით, სოფელ ბაბკინოშიც დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი, თუმცა აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.