გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში , მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში, დროგამოშვებით იწვიმებს და იქნება ელჭექი. ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში, კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ტემპერატურა ქართლსა და კახეთში +32, +34 გრადუსი, მთიან რაიონებში კი +27, +29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, მათ შორის ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში, ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსამდე იქნება.