კოლუმბიის ოლქის სამედიცინო ექსპერტის წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის უეცარი გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულის პრობლემამ გამოიწვია, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
წინასწარი დასკვნის მიხედვით, რომელიც სენატორის ოფისმა გაავრცელა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მითითებულია „აორტის დისექცია, რომელიც გამოწვეული იყო არტერიოსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით“.
სენატორის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარდაცვალების მოწმობაში მიზეზი ამ ეტაპზე „დასაზუსტებლად“ იქნება მითითებული, ვიდრე ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევები სრულად არ დასრულდება.
„აღნიშნული გამოკვლევების დასრულების შემდეგ სიკვდილის მოწმობა განახლდება, მასში აისახება გარდაცვალების საბოლოო მიზეზი და სათანადოდ განისაზღვრება გარდაცვალების გარემოება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სენატორი ლინდსი გრემი „ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის“ შემდეგ, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.