პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს შესახებ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტს პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს.
მისი თქმით, ეუთო ერთ-ერთი ბოლო საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, სადაც, მისი შეფასებით, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, თუმცა ეს შეიცვალა.
„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა და ვიხილეთ მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, ეუთო-ს რეზოლუციებს ისეთივე ფასი აქვს, როგორც სხვა ევროპული ინსტიტუტების მიერ მიღებულ კრიტიკულ დოკუმენტებს.
„ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს – იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.