CNN-ის ცნობით, ტრამპის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაამარტივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მიღებას.
კანონპროექტის ავტორები გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან.
დოკუმენტი ითვალისწინებს იმ ქვეყნების მიმართ 500%-იანი ტარიფების დაწესებას, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
„ამის მისაღებად სენატში როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა იქნება საჭირო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“, – განაცხადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ.