CENTCOM-ის ინფორმაციით, ხუთსაათიანი ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბუშეჰრში, ჩაჰ-ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ-აბასში.
„ხუთსაათიანი მისიის განმავლობაში აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს სამხედრო სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბუშეჰრში, ჩაჰ-ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ-აბასში, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, თავდასხმები განახორციელოს კომერციულ საზღვაო გადაზიდვებზე“, – ნათქვამია CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, აშშ-ის ძალებმა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები გამოიყენეს ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პოზიციებისა და საზღვაო შესაძლებლობების წინააღმდეგ.