ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმა განახორციელეს. ამასთან, იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანიდან გაშვებული ოთხი რაკეტა გაანეიტრალეს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების არსებობა უნდა დასრულდეს.
ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირანი იორდანელ ხალხს არ ებრძვის.
„თქვენ კარგად იცით, რომ თქვენი ქვეყნის მტრები არ ვართ. გვიყვარხართ, როგორც დიდსულოვანი ხალხი, რომელსაც პალესტინელი ხალხის ტკივილი და ჩაგვრა ყველა სხვა ხალხზე უკეთ ესმის“, – ნათქვამია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.