უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა აზოვის ზღვაში რუსეთის კუთვნილ კიდევ 11 ხომალდზე მიიტანეს იერიში, – ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ხუთ ტანკერს, ხუთ მშრალტვირთმზიდსა და ერთ საბუქსირე გემს დაარტყეს.

მადიარის განცხადებით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მებრძოლებმა აზოვის ზღვაში 116 გემზე განახორციელეს შეტევა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხომალდები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მნიშვნელოვანი ნაწილია და ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობენ.

„დიდი ტანკერები ამ პორტებში ვერ შედიან, ამიტომ ისინი ნავთობს პატარა, მიმწოდებელი ტანკერებიდან იტვირთავენ“, – განაცხადა რობერტ მადიარ ბროვდიმ.

რუსეთის მხარეს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.