იემენის „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული იერიში მას შემდეგ მოხდა, რაც მათ საუდის არაბეთი ორშაბათს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სანას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებულ დარტყმებში დაადანაშაულეს.
„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენლის, იაჰია სარის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმა საუდის არაბეთის აბჰას საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელდა.
ამასთან, იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტები გაანადგურეს.
ეს არის „ჰუსიტების“ პირველი სარაკეტო იერიში საუდის არაბეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში მხარეებს შორის არაფორმალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.