ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმებისა და ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის საპასუხოდ, რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით იერიშები განახორციელეს.

IRGC-ის ინფორმაციით, ქუვეითში, მინა აბდულას რეგიონში, სამიზნე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი გახდა.

მათივე განცხადებით, ბაჰრეინში იერიში მიიტანეს აშშ-ის მეხუთე ფლოტის სამეთაურო ცენტრზე, ასევე საწყობებსა და საწვავის საცავებზე.

გარდა ამისა, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, შეტევა განხორციელდა იორდანიაში, ალ-აზრაკის ავიაბაზაზე განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზეც.

IRGC ამტკიცებს, რომ იერიშის შედეგად ბაზაზე განთავსებული ამერიკული MQ-9 Reaper-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს.