რუსულმა ძალებმა ღამით უკრაინის ქალაქ ოდესაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თავდასხმის შედეგად ქალაქში საცხოვრებელი შენობებიც დაზიანდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, 15 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ X-59/69 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და 122 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.
მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 101 დრონის განადგურება შეძლეს.