უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ „მადიარ“ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბროვდის განცხადებით, შეტევის შედეგად დაზიანდა 17 ნავთობტანკერი, ორი გაზის გადამზიდი ხომალდი და ერთი საბუქსირე გემი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში აზოვის ზღვაში განხორციელებული ოპერაციების შედეგად უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა საერთო ჯამში 116 რუსული გემი მწყობრიდან გამოიყვანეს.