ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითსა და იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშები განხორციელდა.
მათივე ცნობით, იორდანიაში დრონებით დარტყმები მიიტანეს ალ-აზრაკის ავიაბაზაზე განთავსებულ აშშ-ის საკომუნიკაციო სისტემებსა და საწვავის საცავებზე.
იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით კი, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ გაშვებული რვა რაკეტა ჩამოაგდეს.
ამასთან, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ქუვეითში, ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე, ამერიკელ სამხედროებსა და რადარის სისტემებსაც შეუტიეს.