რუსეთის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, აფეთქებების ხმა ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სარატოვსა და ენგელსში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც ქალაქებში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
„ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, დრონებით იერიში ენგელსის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა.
დარტყმების შემდეგ ენგელსის აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.