ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე (CENTCOM) დაყრდნობით ავრცელებს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა სათვალთვალო ობიექტებზე, სამხედრო ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საწყობებსა და საზღვაო შესაძლებლობებზე.
„აშშ-ის ძალებმა ოპერაციის დროს გამოიყენეს გამანადგურებლები, უპილოტო საფრენი აპარატები და სამხედრო ხომალდები“, – ნათქვამია CENTCOM-ის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ განახლებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ზედიზედ მეშვიდე ღამეა ახორციელებს.