ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გაანადგურა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყო განთავსებული.
დაზარალებული მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს. მათი თქმით, ადგილზე მისულებს მაღაზიები უკვე დამწვარი დახვდათ.