რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში კიევზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებენ.
უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრები, სხვა ტიპის შენობები და ავტომობილები.
ასევე, დაზიანდა „ლუკიანოვსკაიას“ მეტროსადგური, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში კიევის მიმართულებით 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.