ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ქუვეითში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა.
ირანული მხარის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში დრონებით დარტყმები განხორციელდა ალ-უდაირის ბანაკში მდებარე აშშ-ის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალის საცავზე, ასევე ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე განლაგებულ სამხედრო პერსონალზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ დრონების გამოყენებით დარტყმები განახორციელა ალ-უდაირის ბანაკში მდებარე აშშ-ის ტერორისტული არმიის საბრძოლო მასალის საცავზე, ასევე ალი ალ-სალემის ბაზაზე განლაგებულ სამხედრო პერსონალზე“, – ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს. მათ მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
ირანიდან განხორციელებული იერიშის ფონზე ქუვეითში საჰაერო განგაში გამოცხადდა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განგაშის სირენების ხმა ისმოდა.