აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

CENTCOM-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები ზედიზედ მერვე ღამეს განახორციელეს.

სარდლობის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში იერიშები განხორციელდა ირანის სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებზე.

„CENTCOM-ის ძალებმა წარმატებული იერიშები მიიტანეს ირანის სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა.

ამასთან, CENTCOM-ის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ ქვედანაყოფებზე, რომლებიც, სარდლობის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.