იორდანიაში ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმის მოგერიებისას აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

CENTCOM-ის განცხადებით, შემთხვევა 17 ივლისს მოხდა, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობისა და პარტნიორი ქვეყნების ძალები ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას იგერიებდნენ.

სარდლობის ინფორმაციით, კიდევ ოთხი ამერიკელი სამხედრო სამედიცინო ევაკუაციის ფარგლებში იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ისინი უკვე გაწერეს. სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სამსახური განაახლეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იორდანიაში ამერიკელი სამხედროების დაღუპვას „სამწუხარო“ უწოდა.

„ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ან რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველდღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“, – განუცხადა ტრამპმა New York Post-ს.