ენდი ბერნემი      გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.   ენდი ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.   „მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე მიიღო პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი  და სთხოვა მას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება.  პარლამენტის წევრმა, ენდრიუ ბერნემმა, მიიღო მეფის შეთავაზება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნისას ხელზე აკოცა“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე ბუკინგემის სასახლეში კირ სტარმერი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.