“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, “ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. „ ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, – წერს რასა იუკნევიჩიენე სოციალუს ქსელში. ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.