“ უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის  განცხადებით, ოდესასთან ახლოს, გვინეა-ბისაუს დროშის  ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე რუსეთის მიერ  განხორციელებული დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი  დაიღუპა,”  – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს. 

მედიის თანახმად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გემზე ხანძარი ლოკალიზებულია. ეკიპაჟის რვა წევრი გადაარჩინეს და ნაპირზე გადმოიყვანეს,   10 ადამიანი, მათ შორის უკრაინის  საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, დაიღუპა.     უკრაინული მედიის  თანახმად,   გემი სიმინდის ჩატვირთვის შემდეგ 19 ივლისს უკრაინის პორტს ტოვებდა, როდესაც რუსებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბორტზე  ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა – სირიისა და ინდოეთის  მოქალაქეები, ასევე, საზღვაო პორტების ადმინისტრაციის  სახელმწიფო საწარმოს „დელტა-ლოცმანის“ ფილიალის ლოცმანი.