დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა თავდაცვის მინისტრად უეს სტრიტინგი დანიშნა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უხელმძღვანელებს.
უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის „დიდი პატივია“.
„უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს საჭირო რესურსები ჰქონდეთ და საერთაშორისო მოკავშირეების, განსაკუთრებით უკრაინის გვერდით, ჩვენ მტკიცედ დავდგებით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე ენდი ბერნემმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებიც დაასახელა. საგარეო უწყებას „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ედ მილიბენდი უხელმძღვანელებს, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯონ ჰილი დაიკავებს.