ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, ბაჰრეინში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
IRGC-ის ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ იერიშები იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში განხორციელდა.
მათივე განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის რადარი გაანადგურეს.
IRGC-ის ინფორმაციით, ირანმა დრონებით დარტყმები ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც განახორციელა.
ირანული მედიის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქუვეითში მდებარე არიფჯანის ბაზაზე, ალ-უდაირის ბანაკსა და აჰმად ალ-ჯაბერის ავიაბაზაზე.