გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელთან პირველი სატელეფონო საუბრის დეტალები გაავრცელა.

„ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხვდებით. პრემიერ-მინისტრს წინ დიდი სამუშაო ელის, თუმცა ის ამის შესრულებას შეძლებს და აშშ, რა თქმა უნდა, დასახმარებლად იქ იქნება“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

მისივე თქმით, საუბრისას მხარეებმა ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის, ვაჭრობის, სამხედრო ალიანსის, ჰორმუზის სრუტის განაღმვისა და სხვა საკითხები განიხილეს.

„საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ენდი ბერნემს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.