რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, თბოელექტროსადგურის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გასულ ღამეს ლიპეცკში სარაკეტო განგაში გამოცხადდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა იყო სავარაუდო სარაკეტო იერიშის კონკრეტული სამიზნე.
ამასთან, რუსეთში, ლენინგრადის ოლქშიც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, დრონებით ან რაკეტებით თავდასხმას არ უკავშირდება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი „ლადოგას“ ინდუსტრიულ პარკში მდებარე პოლიმერული მასალების მწარმოებელ ქარხანაში გაჩნდა.