აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.
CENTCOM-ის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების გამშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების გამშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს, რათა შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, გაეგრძელებინა თავდასხმა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაისის დასაწყისიდან აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტის ხელშეწყობა შეძლეს.