რუსეთის კრასნოდარის მხარეში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
„არმავირში დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა. კრასნოდარში საწყობის კომპლექსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამი მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმის და საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები გრძელდება“, – დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, დრონის ფრაგმენტები კრასნოდარში ორ საცხოვრებელ კორპუსს, ხოლო სოფელ დინსკაიაში ორ კერძო სახლს მოხვდა. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.