უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე, მიხაილო დრაპატიზე, რუსეთში ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, მიხაილო დრაპატი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი.
მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხაილო დრაპატის დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. უწყების ინფორმაციით, 2017 და 2019 წლებში ის ვიქტორ ნიკოლიუკთან ერთად უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მათი ხელმძღვანელობით დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული პუნქტების 70-ზე მეტი დაბომბვა განხორციელდა, რის შედეგადაც 154 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა.