აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას დაავალა, ამერიკულ ავიაკომპანიებს ლიბანში პირდაპირი ავიარეისების შესრულების უფლება მისცეს.
„ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც თავისი ქვეყნის გარდაქმნის მიმართულებით მართლაც შესანიშნავი სამუშაო გასწია, ვავალებ ჩემს ადმინისტრაციას, აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების შესრულების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებს ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება მარტივად შეეძლოთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.
აშშ-სა და ლიბანს შორის პირდაპირი ავიარეისები 40 წელზე მეტი ხნის წინ, 1985 წელს, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ TWA-ის 847-ე რეისის გატაცების შემდეგ შეწყვიტა.