“ რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების გამო,  გემთმფლობელებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის გემების  შესვლა დროებით შეაჩერეს,”   – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ  განაცხადა. „დღევანდელი მდგომარეობით, გემების შემოსვლა  შეჩერებულია. ეს გემთმფლობელების მიერ მიღებული  გადაწყვეტილებაა. უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია“, – განაცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.  ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემებზე თავდასხმის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ გამოაცხადა.