ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ თოყაევის მიერ პუტინისთვის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დროა, ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრე სიბიგამ განაცხადა.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, უკრაინამ უკვე შესთავაზა მოსკოვს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ.
„უკრაინამ შესთავაზა ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ და დიპლომატიურ გზაზე გადასვლა, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს. პუტინის პრესსპიკერმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის ეს წინადადებაც“, – წერს სიბიგა.
სიბიგას თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც ომსკში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა განაცხდა: „შესაძლოა, უკვე დროა, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლი 2.0-ის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული“.