ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში, ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალებული ტერიტორიებიდან, საფრანგეთსა და ესპანეთში, 250 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრები იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც გრძელდება. ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში კი სტიქიას სულ მცირე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
CNN-ის ინფორმაციით, ხანძრები ევროპაში რეკორდული სიცხის ტალღების ფონზე გავრცელდა. გასულ თვეში საფრანგეთსა და გერმანიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.