უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.  „ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, -წერს  უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30  საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.