თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების  ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე,  სავარაუდოდ დღეს    იმსჯელებენ.   პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.    

ცნობისთვის,   26 ივლისს   თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი  დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.  ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.