“ ფინეთმა დრონების საფრთხის გამო რუსეთთან ახლოს საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა,” – ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.
ფინეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეზღუდვები კოტკასა და ჰამინას სანაპიროებთან საჰაერო და საზღვაო სივრცეებზე გავრცელდა. ფინეთის გენშტაბის ინფორმაციით, შეზღუდვები პრევენციულ ხასიათს ატარებს . მათივე განცხადებით, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია იმისთვის, რათა ფინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შეჭრილი დრონები სწრაფად და უსაფრთხოდ გაანეიტრალონ.