27 აგვისტოს ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს, მოლდოვას საჰაერო სივრცე ხუთმა დრონმა დაარღვია. ამის შესახებ მოლდოვას თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

უწყების ინფორმაციით, დრონების უნებართვო გადაფრენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს უკავშირდებოდა.

„ეროვნული ხელისუფლება, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებს“, – ნათქვამია მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ, ორი დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევის გახშირებული შემთხვევები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით კი, რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები იმით არის გამოწვეული, რომ უკრაინას მათი ჩამოსაგდებად საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.