ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ნეპალის პოლიციის ცნობით, 26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-ს აღწევს, ხოლო 1924 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დაკარგულებს შორის, სულ მცირე, 517 ადამიანი უცხოელია.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.
ნეპალის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მთებში მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. სტიქიამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.