როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, მათ შორის დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა.
დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობშიც.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, რეგიონზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.