უკრაინის გუნდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა.

„გუნდთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის ვემზადებით. დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ომი მოვლენების მომავალი განვითარებისთვის ერთადერთი ვარიანტი არ იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ იზიარებს უკრაინის ბევრ შეხედულებას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით – როგორც ფრონტზე შექმნილ ვითარებასთან, ისე დარტყმებთან დაკავშირებით.

„აქტიურები უნდა ვიყოთ და სწორედ ასე, აქტიურადაც ვმუშაობთ – დასვენების დღეების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.