აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად ახალ მეორად სანქციებს გამოაქვეყნებს, რომლებიც ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად.
ბესენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ სანქციები თავდაპირველად ბანკებზე იქნება ორიენტირებული.
პარასკევს, ეგვიპტის Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებული საემიროების ფილიალებისთვის ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციების დაწესების შემდეგ, ბესენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ინსტიტუტის დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან სრულად გამოთიშვა იყოს.
„ყოველკვირეულად კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას ნახავთ. ვიწყებთ ბანკებით და ვეუბნებით ბანკებს, რომ ირანული ფულის ქონა და რეჟიმის დახმარება არ არის მისაღები“, – აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, აპირებს, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს გადასცეს გზავნილი, რომ გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მეორადი სანქციები დაეკისრებათ.