კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის და პირდაპირი საუბრის ესმის.
„წარსულში არაერთხელ შევხვედრივარ ვლადიმერ პუტინს. მას მხოლოდ ძალა და პირდაპირი საუბარი ესმის“, – აღნიშნა კარნიმ.
მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყვიტოს, რომელსაც, კარნის შეფასებით, ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
„გზავნილი მარტივი იქნებოდა: გადით უკრაინიდან. დაუბრუნეთ მთელი უკრაინა უკრაინას. დაასრულეთ ეს ომი, რომელიც ყოველთვიურად 30 000-ზე მეტ ადამიანს კლავს“, – აღნიშნა კარნიმ.