უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბრის ღამეს სოჭის მახლობლად ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სოჭის მცხოვრებლების განცხადებით, ღამის განმავლობაში ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
OSINT-ის ანალიზის მიხედვით, ხანძარი აფხაზეთის საზღვართან, მდინარე ფსოუს მიმდებარედ, სოფელ სირიუსთან გაჩნდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლოა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 ან С-400 იყოს განთავსებული.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სოჭში ხანძარი ნავთობბაზაზეც გაჩნდა.